პროექტი შეიქმნა შენი კომფორტისთვის, რაც ნიშნავს - უნიკალურ დიზაინს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, ხელსაყრელ მდებარეობას და შენზე მორგებულ სერვისებს .
„კრწანისი ავენიუ“ აერთიანებს ბრიტანულ სტილს თანამედროვე არქიტექტურასთან, რაც განსხვავებულს და გამორჩეულს ხდის მის ვიზუალს. აქ თითოეული აპარტამენტი დაპროექტებულია უნიკალური დიზაინით. მაქსიმალურად შენარჩუნებულია მწვანე გარემოსთან სიახლოვე, ბუნების ჰარმონია და პანორამული ხედები დედაქალაქზე.
„კრწანისი ავენიუ“ განთავსებულია დედაქალაქის ისტორიულ უბანში, თავისუფლების მოედნიდან 10 წუთის სავალ გზაზე . კრწანისის პრესტიჟულობას განსაზღვრავს შემოგარენში განთავსებული ათამდე საელჩო და სამთავრობო რეზიდენცია.
„კრწანისი ავენიუ“ მდებარეობს ბუნების წიაღში - მთის ფერდობზე, კანიონის და ტყის პირას, კომპლექსს ესაზღვრება რეკრეაციული მწვანე ზონა , რაც აგარაკის განწყობას ქმნის თქვენს რეზიდენციაში.
„კრწანისი ავენიუ“ყველა თაობის მობინადრისთვის ქმნის მშვიდ , მყუდრო და კომფორტულ გარემოს. თქვენი ელიტური საცხოვრებელი მოიცავს :
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ხარისხიანი სამშენებლო მასალა და მშენებლობის პროცესის მაღალი სტანდარტია. თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული, თერმულად დაცული კედლები, წყალგაუმტარი და დათბუნებული სახურავი, ორმაგი მინის ფანჯრები მზისგან დამცავი სისტემით და ტემპერამენტისადმი მდგრადობით გამორჩეული პრემიუმ ხარისხის აგურით - თქვენს სახლს ვქმნით ენერგოეფექტურს ევროპული სტანდარტებით.
დეველოპერული კომპანია KRTSANIS AVENUE უძრავი ქონების ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. დღემდე ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ორი პროექტი SABURTALO AVENUE და DIGHOMI AVENUE. თითოეული პროექტის შექმნის დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მობინადრეების საჭიროებების დადგენა და მათ მოთხოვნაზე მორგებული პროექტის შეთავაზება.
ჩვენი მიზანია მიღებული გამოცდილებით შევქმნათ ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის პრემიუმ კომპლექსი და მოგცეთ შესაძლებლობა გაიზიაროთ სრულიად ახალი, ჯანსაღი ცხოვრების სტილი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და მშვიდ გარემოში.
ჩვენ ვქმნით თქვენს პირად რეზიდენციას!
თბილისი, კრწანისის მეორე შესახვევი #2
+995 597 19 00 00
+995 597 44 55 54
krtsanisi@avenue.com.ge